"პუტინის გზა"- რა საფრთხეებზე საუბრობენ ქართველი ანალიტიკოსები

30.09.26 17:43
"პუტინის გზა"- რა საფრთხეებზე საუბრობენ ქართველი ანალიტიკოსები

რაში დასჭირდათ რუს პროპაგანდისტებს "პუტუნის გზის" თემის წამოწევა და რატომ დუმს "ქართული ოცნება" - ანალიტიკოსები ამბობენ, რომ როცა საქმე ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება, მინიმუმ საგარეო უწყებას რეაგირება უნდა ჰქონდეს. 

„ანტიანექსიურ პლატფორმის" წერის, თეონა აქუბარდიას თქმით, კრემლის მიზანია, მოახდინოს სრული კონტროლი საქართველოზე და იმავდროულად იმუშავებს იმისთვის, რომ სომხერთიც დააბრუნოს უკან საკუთარი გავლენის სფეროში: 

"პუტინის გზის" სახელით ცნობილი კონცეფცია რეალურად რუსეთის ის გეგმაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოზე სული კონტროლის დამკვიდრების შედეგად, მათ შორის დაბრუნდესა სამხრეთ კავკასიაში და იმავდროულად იმუშავებს იმისთვის, რომ სომხერთიც დააბრუნოს უკან საკუთარი გავლენის სფეროში.

როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, ტრანზიტის გახსნაზე არის საუბარი და კიდევბ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად არ არსებობს ქართული ოცნების მთავრობაში ჩამოყალიბებული  ხედვა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, იმგვარად, რომელიც შეუნარჩუნებს საქართველოს, როგორც სუვერენიტეტულ ერთიანობას, ასევე მათ შორის გეოპოლიტიკურ იმ ფუნქციას, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მეშვეობით, მშვიდობის და გრძელვდიანი კეთილდღეობის მომტანია რეგიოში" - აცხადებს აქუბარდია. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი კი ამბობს, რომ მსგავს განცხადებებზე  ძალიან მნიშვნელიოვანია ოფიციალური  პასუხი თბილისიდან  ყოველთვის და ყოველ ჯერზე.

რაც შეეხება კრემლის სურვილს, ხიდაშელს მიაჩნია, რომ რეგიონში აშშ-ს გააქტიურების კვალობაზე, მოსკოვი ხვდება, რომ ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი: 

"რეგიონში აშშ-ს გააქტიურების კვალობაზე, მოსკოვი ხვდება, რომ ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. ე.წ. ტრამპის გზაზე ძალიან ბევრ საკვანძო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. რუსეთის და კრემლის ამოცანა არის ერთის მხრივ, მათი აზრით, დაჩრდილონ, გადაფრაონ და ალტერნატივა წარმოადგინონ.

ძალიან მნიშვნელიოვანია ოფიციალური  პასუხი თბილისიდან  ყოველთვის და ყოველ ჯერზე. იმის მიუხედავად, რამდენად უმნისვნელოვნადაც არ უნდა მიგვაჩნდეს ფუნქციურად - "ახლა თბილისი იტყვის, არ იტყვის, ამით არაფერი იცვლებაო" იტყვის ვინმე, მაგრამ რომ არ იტყვის ეს გაცილებით უარესია.

თბილისი რომ იმ  მრგვალ მაგიდასთან მკდარიყო, სადაც რეგიონის სახელმწიფოები ამერიკელებნთან ერთად  უზარმაზარ ინვესტიეციებზე, 40 სხვადასხვა ხელშეკრულებაზე საუბრობდნენ, რომელმაც ჩვენი რეგიონი უნდა გაიაროს, ეს იქნებოდა ყველაზე საუკეთესო პასუხი. 

როდესაც ამოგდებული ხარ  მსგავსი ტიპის ისტორიული საერთაშორისი ფორმატებიდან, დიდი ფასი აღარა აქვს მერე შენ სიტყვას, იმიტომ , რომ მოსკოვი ითვლის ამას, როგორც საკუთარ წარმატებად"- აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. 

რუსი პროპაგანდისტები "პუტინის გზაზე" ალაპარაკდნენ -  ეს არის მარშრუტი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რუსეთს, საქართველოს და სომხეთს დააკავშირებს. ეს იდეა თავდაპირველად კრემლმა 2016 წელს გააჟღერა.