საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ტრაგიკულად დაიღუპა

03.12.21 10:31
საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ტრაგიკულად დაიღუპა

ფუტსალში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეკარე, ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი, დავით ჯინჭარაძე, ტრაგიკულად დაიღუპა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფუტსალის მოთამაშის, დავით ჯინჭარაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დავით ჯინჭარაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს დავით ჯინჭარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები, რომელიც 3 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გადადებულია.

 

მსგავსი სიახლეები