ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

01.10.26 13:22
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. 

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ექს-მაღალჩინოსნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ახობაძეს აეკრძალა ქვეყნის დატოვება განაჩენის გამოცხადებამდე.

ბრალდებულს პოზიცია არ დაუფიქსირებია. 

ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.