ირაკლი კუპრაძე - 14 წელია, ივანიშვილი ახრჩობს ქართულ სახელმწიფოს
"14 წელია, ივანიშვილი ახრჩობს ქართულ სახელმწიფოს" - ასე აფასებს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე "ოცნების" 14 წლიან მმართველობას.
როგორც კახეთში, სოფელ ჩაილურში გამართულ ბრიფინგზე კუპრძემ განაცხადა, ივანიშვილმა 14 წლის წინ დაიწყო ქართველი "ხალხის მოტყუება და უამრავი მძიმე ტრაგედია დაატეხა მათ".
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანის თქმით, „ივანიშვილს ტყუილებზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს“.
მოგესალმებით კახეთიდან, საქართველოს ეკონომიკური ბეღელიდან. ეს არის სოფელი ჩაილური და უნდა ითქვას, რომ "ქართულმა ოცნებამ", მათმა დაპირებებმა ჩაილურის წყალი დალია უკვე მე-14 წელია.
14 წლის წინ, ზუსტად 1 ოქტომბერს ივანიშვილი და არაქართული "ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ ატყუებს მოსახლეობას.
ჯერ კიდევ 2012 წელს, კახეთის გულში მყოფი ივანიშვილი ამბობდა, რომ ერთი ლარი კილოგრამი
ყურძნის ფასი შეურაცხმყოფელია კახელი გლეხისთვის, თუმცა სულ რაღაც ერთი კვირის წინ ვნახეთ როგორ გამოაცხადა, რომ 30 თეთრად ჩაიბარებდა კილოგრამ ყურძენს კახელი გლეხისგან და შემდეგ როგორ მოუწიათ ბრძოლა კახელებს, რომ ისევ ერთ ლარზე დაებრუნებინათ ჩაბარების ფასი. უნდა გავიხსენოთ 2012 წლიდან 2026 წლამდე მსყიდველუნარიანობა - მაშინდელი და ახლანდელი ერთი ლარის.დღეს არის გამოკვეთილად მძიმე მდგომარეობა, რომელიც
ყველგან ჩანს. 14 წელია "ქართული ოცნება" ატყუებს ხალხს მათ შორის საწვავთან მიმართებით. მაშინ, როცა მოსავლის აღების და რთველის პერიოდია, დიზელზე ფასი გაზრდილია 5-ლარამდე - 2012 წელთან შედარებით 3 ლარით არის გაზრდილი დიზელის ფასი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალადობას, დევნასა და გენოციდზე ივანიშვილის მხრიდან.14 წლის განმავლობაში მხოლოდ კახეთთან მიმართებით იყო ნათქვამი უამრავი პირობა არაქართული "ოცნების" მხრიდან, რაც აღმოჩნდა ტყუილი!
2012 წელს გაიცა დაპირება კახეთის რკინიგზის აღდგენის შესახებ და 2026 წელს ეს დაპირება ისევ შეუსრულებელია. 2018 წელს გაიცა დაპირება არაქართული "ოცნების" მხრიდან თელავის აეროპორტის აღდგენის შესახებ და ეს დაპირებაც აღმოჩნდა ტყუილი. ივანიშვილმა თქვა ასეთი ფრაზა სწორედ თელავში: "ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს საშუალო მოსახლეზე უკეთესად. ამის პრეცედენტს მე შევქმნი". ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ ვერცერთი, არამედ თითქმის ყველა ჩინოვნიკი - პრემიერ-მინისტრები, თავდაცვის მინისტრები სახლში ინახავდნენ ოქროს ზოდებს, იპარავდნენ ფულს და ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში. ეს არის მათი სახე!
14 წელია ივანიშვილი ახრჩობს ქართულ სახელმწიფოს. პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, სწორედ 14 წლის წინ ივანიშვილმა დაიწყო მოტყუება და უამრავი მძიმე ტრაგედია დაატეხა ქართველ ხალხს. ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში 43 000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ეს არის დემოგრაფიული კრიზისი და გამოცხადებული გენოციდი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რაც მოიტანა უსამართლო, უკანონო პოლიტიკამ და ეკონომიკურმა რეგრესმა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში 200-მდე სოფელი იქცა ნასახლარად. 200 სოფელი გაუკაცრიელდა, 278 სოფელს კი იმავე ბედი ელის იმიტომ, რომ 10-ზე ნაკლები მოსახლეა თითოეულ სოფელში.
ივანიშვილი ამბობდა, რომ სოფლის მეურნეობას განავითარებდა, მაგრამ ამის ნაცვლად 2012 წელთან შედარებით, 14 წლის შემდეგ 26%-ით ნაკლები მიწა და სავარგულია დამუშავებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სასოფლო-სამეურნეო სისტემა კრახისკენ მიემართება.
2026 წლის სექტემბერში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ მისულა. ეს ნიშნავს 188 სოფლის გაუკაცრიელებას. 727 საჯარო სკოლაში 5-ზე ნაკლები პირველკლასელი მივიდა. ეს არის შეჯამება იმ წარმოუდგენელი დანაშაულებრივი პოლიტიკის, რასაც "ქართული ოცნება" ატარებს.
"ოცნება" გვპირდებოდა 400-მდე ახალი სკოლის აშენებას, თუმცა უამრავი მილიონი გაფლანგეს, უამრავი სკოლა დანგრეულია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20-ზე მეტი სკოლა გამოაცხადეს უკაცრიელად და დახურეს.
კომუნალური გადასახადების გაიაფების დაპირებით მოსული არაქართული "ოცნება" არის ის ძალა, რომელმაც ამ 14 წლის განმავლობაში ყველა კომუნალური გადასახადი
სხვადასხვა პროცენტული რაოდენობით გაზარდა - 100%-ით, ორჯერ, სამჯერ, 200, 300%-ით გააძვირა კომუნალური გადასახადები.წაგებული საარბიტრაჟო დავები, ანუ არაკომპეტენტურად გაფორმებული ხელშეკრულებების გამო მილიარდ-ნახევარი ლარის გადახდა გიწევთ თქვენ, პენსიონერებო, პედაგოგებო, მშრომელო ადამიანებო იმიტომ, რომ სულელურად, არაკომპეტენტურად და შესაძლო კორუფციულად გაფორმებული ხელშეკრულებების გამო, ჩვენ საერთაშორისო დავები წავაგეთ.
გპირდებოდნენ კეთილდღეობას, იაფ ფულს, საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას
და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 150%-ით არის გაძვირებული თითოეულ პროდუქტზე ფასი, პურზე, ხორბალზე, ფქვილზე, ზეთზე. ეს არის ფაქტი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ვერავინ.
ვანიშვილი სამართლიანობის აღდგენას გვპირდებოდა და ვნახეთ რომ 2026 წლის მხოლოდ იანვარ-აგვისტოში 404 მილიონი ლარის ჯარიმა ამოგაცალათ თქვენ, მძღოლებო, მეწარმეებო, პედაგოგებო, სამოქალაქო აქტივისტებო, თითქმის ნახევარი მილიონი ამოგიღოთ ჯიბიდან, მოგპარათ, წაგართვათ მაშინ, როდესაც განვითარებას გპირდებოდათ.
ადამიანის უფლებების აღდგენაზე, სამართლიანობაზე ლაპარაკობდნენ და 30-ზე მეტი უმძიმესი რეპრესიული კანონი მიიღეს ამ 14 წლის განმავლობაში. თავისუფალ სასამართლოს გვპირდებოდა ივანიშვილი და ამის ნაცვლად ისევ მურუსიძის, უკანონო, დანაშაულებრივი და სისხლიანი სასამართლო დაუტოვა ქართველ ხალხს. გასაოცარ დემოკრატიას შევქმნითო და ამის ნაცვლად, პარტიების აკრძალვამდე მივიდა არაქართული "ოცნება".
რუსულმა "ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და საფრთხის ქვეშ დააყენა ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. ყოველდღიურად საფრთხეშია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. საქართველოში გრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა. დღეს საპატიმროებში საერთაშორისოდ აღიარებული 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის პოლიტიკური პარტიის ლიდერები. საყოველთაო ამნისტიით მოსულმა და ციხეებში პრობლემებზე მოსაუბრე ხელისუფლებამ გადაავსო ციხეები პატიმრებით, მათ შორის პოლიტპატიმრებით.
"ოცნება" ანადგურებს არასამთავრობო სექტორს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ეკონომიკის, ადამიანის უფლებების განვითარების პროცესში.
დაპირებული მშვიდობის ნაცვლად მივიღეთ მცოცავი ოკუპაცია და ახალი ბორდერიზაცია. მივიღეთ ის, რომ ივანიშვილი ჩავიდა ნაომარ ქალაქ გორში და გამოუცხადა იმ მშობლებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლაში, რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ რუს ოკუპანტებს.
დღეს ანტიქართულ "ოცნებას" აღარ სურს გაიხსენოს
, რომ თურმე დავით-გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა. ეს ივანიშვილამდეც ქართველებმა ძალიან კარგად ვიცოდით და ვიცით. ივანიშვილმა შექმნა პროპაგანდა და დაივიწყა დავით-გარეჯის საკითხი, რაც კიდევ ერთი დანაშაულია.ივანიშვილმა გააჩერა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების და განვითარების პროექტი, რითაც ჩახერგა რეალურად საქართველოს ეკონომიკური კავშირი დასავლურ სამყაროსთან და ის მიაბა ისევ რუსულ ეკონომიკას.
ივანიშვილმა
ე.წ არაბული ქალაქების მშენებლობის პროცესში გაასხვისა 9 მილიონზე მეტი კვ.მ არაბულ კომპანიაზე და ამით ღალატობს ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ივანიშვილმა ააფეთქა საყდრისი, ანადგურებს გელათს. "ოცნებამ" ეს ყოველივე არ იკმარა და ახლა ისტორიის გადაწერას ცდილობს სასკოლო წიგნებში. ამ დანაშაულს ივანიშვილს არ ვაპატიებთ!ჩვენ, კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელო", ვივლით ყველგან, თითოეულ მოქალაქესთან, თითოეულ სოფელში, თითოეულ რეგიონში, ვამხელთ ივანიშვილს, გავახსენებთ 14 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს, იმ ტყუილებს, რომლებიც მოახვია თავს მოქალაქეებს. ამ ტყუილების გამო ივანიშვილს პასუხისგება აუცილებლად მოუწევს!
ამ 14 წლის განმავლობაში ივანიშვილმა საქართველოს წაართვა ევროინტეგრაციის შესაძლებლობა, წაართვა ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, აღარიბებს ხალხს და მდიდრდებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ჩინოვნიკები, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს იმ ოქროს ზოდებით, რომლებიც სახლებში აქვთ გადამალული! მადლობა თქვენ და გელით ამ ბრძოლაში, ერთად უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი!", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.