კალაძის სანქცირებული სიძე ბრიტანეთს დედას აგინებს
დიდი ბრიტანეთის შავ სიაში მოხვედრილი, პაატა აბულაძე, რომელიც თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დისქმარია, მისთვის დაწესებულ სანქციებზე პირველ კომენტარს აკეთებს.
ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი დიდ ბრიტანეთს აგინებს:
"დედა, რა მითხარით? ბრიტანეთს დავუსანქცირებივარ... ჩემი სიკვდილი... დედა, დედა, დედა... ეგეთ რამეებს რომ მაჯახებთ კაცო, ასაკში ვარ, შეიძლება ვერც გადავიტანო... ბრიტანეთის დედაც მოვ**ან", - უთხრა კახა კალაძის დის ქმარმა, პაატა აბულაძემ "პირველებს".
შავ სიაშია მამუკა ფიფიაც, რომელიც მრავალგზის სანქცირებული ფარცხალაძის ახლო გარემოცვად სახელდება.
გაერთიანებულმა სამეფომ პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მხარდაჭერისთვის საქართველოს ოთხ მოქალაქეს – მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა.