გოგი წულაიამ ქუთაისის საკრებულოსთან სათამაშო "ფინია" ძაღლი მიიტანა
ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა, გოგი წულაიამ, ქუთაისის საკრებულოსთან სათამაშო "ფინია" ძაღლი მიიყვანა. ამ ფორმით წულაიამ რეგიონების ცენტრალიზებული მმართველობა გააპროტესტა.
სანამ საკრებულოში ჰყავს ფინია მონები ბიძინა ივანიშვილს, მანამდე იმ ქალაქების საშველი არ იქნება. სანამ თვითმმართველობები ასრულებს ცენტრის დავალებებს და არ არის თვითონ კრეატიული და თვითონ არ აკეთებს არაფერს, მანამდე იმ ქალაქების საშველი არ იქნება - განაცხადა გოგი წულაიამ.