ნუნუკა თამაზაშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ღარიბაშვილი ივანიშვილთან ერთად ჩანს
"თავისუფლება ირაკლის" - ამ შინაარსის "სთორი"-ს აქვეყნებს ექს-პრემიერის, პატიმრიბაში მყოფი ირაკლი რარიბაშვილის ცოლი სოციალურ ქსელში.
ფოტოზე ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ჩანს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა რიგით მერვე წერილი გამოაქვეყნა, სადაც 2021 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, ქვეყანა მაშინ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე „ხელისუფლების ჩამოშლის პირას“ იყო. ღარიბაშვილი ასევე საუბრობს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე და საკუთარ მიღწევად ასახელებს 2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.