რიყის პარკში "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს
"ოცნების" მმართველობის 14 და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის 5 წლის თავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქუჩიდან - ამ წუთებში რიყის პარკში ენმ-ს აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც.
ასევე, ადგილზე შეკრებულ ხალხს პარტიის ლიდერები სიტყვითაც მიმართავენ.