საკრებულოს პირველი სხდომა ბათუმში - ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა

03.12.21 11:14
საკრებულოს პირველი სხდომა ბათუმში - ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა

ბათუმის საკრებულოსთან პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზება. ახალ არჩეულ საკრებულოში დღეს პირველი სხდომა გაიმართება. პარტია "საქართველოსთვის" სხვა ქალაქების მსგავსად აქაც ბოიკოტს აცხადებს.

პარტია ,,საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის განმარტებით, მათი შეთავაზების მიუხედავად პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკება ვერ შედგა და მოლაპარაკება ვერ შედგა და "ქართული ოცნება"  და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთის პირისპირ მარტო დატოვეს. 

ჩვენ ზუსტად გვესმის, რმ ამ ქვეყანაში მტავარი პრობლემა არის როგორც „ქართული ოცნება“ ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ყოველდღიური ქიშპი, რომელსაც საზოგადოება ხედავს და სამწუხაროდ, აი, ამ ქიშპის მიღმა რჩება უამრავი პრობლემა მოსაგვარებელი და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ ვაძლევთ კიდევ ერთ შესაძლებლობას როგორც „ქართულ ოცნებას“ ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“ , რომ ერთხელ მაინც აღმოაჩნდეს შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და კულტურა, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები საზოგადოების საკეთილდღეოდ, - განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მიქელაძემ. 

პარტია "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე გიორგი გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს. 

თუ გახარიას გუნდი არ უჭერს მხარს ახალინ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას, ეს ნიშნავს, რომ ისინი მხარს უჭერენ ძველი საკრებულოს კანონის ფარგლებში დატოვებას, რაც არის საკმაოდ დიდი პოლიტიკური შეცდომა და ამაზე, რა თქმა უნდა, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, - ამბობს "ლელოს" წევრი, ირაკლლი კუპრაძე. 

"პირველების"  ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას არ წამოაყენებენ და მხოლოდ დეპუტატების უფლებამოსილებას ცნობს. 

მსგავსი სიახლეები