1 ოქტომბერს დუმილი შემთხვევითი არ არის, ხელისუფლება ჩიხურ ვითარებაშია შესული - უსუფაშვილი
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ 1 ოქტომბერს ივანიშვილის და “ოცნების“ დუმილი შემთხვევითი არ არის.
როგორც პოლიტიკოსმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ხელისუფლება ჩიხურ ვითარებაშია შესული და ამ დროს უფრო მეტად ავნებს ხოლმე საზოგადოებას.
სირთულეები გვაქვს, ქვეყანა სად არის ახლა? - მრავალმხრივი საფრთხეების წინაშე, გეოპოლიტიკური, შიდა პოლიტიკური, ეკონომიკური, იმიტომ, რომ 1 ოქტომბერს დუმილი, მგონია, რომ შემთხვევითი არ არის. იმიტომ, რომ ჩიხურ ვითარებაში შესული ხელისუფლება გაცილებით მეტს ავნებს ხოლმე საზოგადოებას, ბოლო 2 წელია ამის მომსწრე ვართ, მეტად სახიფათი ხდება, მაგრამ ბოლო ისაა, რომ თავად აღმოჩნდება ხოლმე იმ ჩიხში გაკვეხებული, ჩვენ გადავრჩებით, - განაცხადა უსუფაშვილმა.