ივანიშვილი ალბათ, თადარიგს იჭერს, პარტიისათვის მოულოდნელი სვლის კონტექსტში - ვიქტორ ყიფიანი
ვერ გეტყვით, თუმცა, ერთადერთი დაშვება შეიძლება იყოს ის, რომ ალბათ, თადარიგს იჭერს, პარტიისათვის მოულოდნელი სვლის კონტექსტში, - ასე აფასებს ივანიშვილის დუმილს 1 ოქტომბერს ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი.
მისი თქმით, ესეც ალბათობაა და ამას იმიტომ ამბობს, რომ მხოლოდ ემპირიული დაკვირვებით არ შემოიფარგლოს და კონკრეტიკა მოახდინოს.
მე წარმოადგენა შემექმნა, რომ ბატონი ბიძინასთვის, “ახლა “ქართული ოცნების“ წევრები არ მინდა დავძაბო, მაგრამ გუნდური მოქმედება მისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია. ამიტომაც, თუ ეს განცხადება, გამამხნევებლი არ გაჟღერდა, დაე, ინერვიულონ,- თქვა ყიფიანმა.