საკრებულოს პირველი სხდომა თბილისში - რას გეგმავს ოპოზიცია

03.12.21 11:17
საკრებულოს პირველი სხდომა თბილისში - რას გეგმავს ოპოზიცია

დღეს ახლად არჩეულ საკრებულოს პირველ სხდომებს ოპოზიცია დაესწრება.  გამონაკლისი გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" იქნება. 

"ნაციონალური მოძრაობაში" ამბობენ, რომ დღევანდელ სხდომაზე მათი თანაპარტიელის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხზეც ისაუბრებენ. პარტიის საკრებულოს წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, საკრებულოში არა თანამდებობებისთვის, არამედ  ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად  იბრძოლებენ.

ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში და მათ შორის, თბილისში შევდივართ საკრებულოებში, რომ ვიბრძოლოთ ხალხის პრობლემების, უდიდესი გაჭირვების მოსაგვარებლად. ჩვენ არ გვსურს თანამდებობები, ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ხალხისთვის", - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

საკრებულოს მუშაობაში ერთვება პარტია "ლელოც". საბა ბუაძის თქმით, საკრებულოს მუშაობაში "ლელო" აქტიურად ჩაერთვება და ამ ფორმით, ხელისუფლების არჩევნების გზით  შესაცვლელად იბრძოლებს.

 ხელისუფლების ცვლილებისთვის ბრძოლა გადის ყველა იმ ადგილზე, სადაც შეგვიძლია, რომ  დისკომფორტი შევუქმნათ "ქართულ ოცნებას". ვგეგმავთ, რომ საკრებულო ვაქციოთ იმ ადგილად, სადაც ადამიანების პრობლემები დაისმევა და მოგვარებაზე იქნება საუბარი. აქტიურად ჩავერთვებით საკრებულოს მუშაობაში, რითიც ხელს შევუწყობთ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას", - ამბობს საბა ბუაძე. 

საკრებულოს პირველი სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება.  

მსგავსი სიახლეები