"ოცნებას" 3 ხმა აკლდება, ენმ-ს - 1 - ზუგდიდში ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან

03.12.21 11:17
"ოცნებას" 3 ხმა აკლდება, ენმ-ს - 1 - ზუგდიდში ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან

ზუგდიდში უმწვავესი პოლიტიკური პროცესები იწყება  - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება.  ოპოზიციას 22 წევრი ჰყავს, "ქართულ ოცნებას" -  20, გახარიას პარტიას კი 3 წევრი.

იმისათვის, რომ თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის კანდოდატი გახდეს, დამატებით ერთი ხმა სჭირდებათ, ქართულ ოცნებას კი სამი. 

22 ნოემბერს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე "პირველებთან" ამბობს, რომ მათ მოპაპარაკებები ჰქონდათ, გახარიას გუნდთან, თუმცა მათი პოზიცია ამ დრომდე უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად "ოცნებას" სამი ხმა სჭირდება, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თავმჯდომარე სწორედ მათი კანდიდატი გახდება. 

მსგავსი სიახლეები