რუსთავის ახალი საკრებულო პირველ სხდომას "ვადაგასული" საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით გამართავს
დღეს რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ვადაგასული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ფონზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ.
რუსთავი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით არის წარმოდგენილი. ენმ-ს 16 დეპუტატი ჰყავს, გიორგი გახარიას კი - 3. ცნობილია, რომ პარტია "საქართველოსთვის" დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს.
ოპოზიციაში ძველი მოწვევის დეპუტატების მიერ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას არალეგიტიმურს უწოდებენ და დიდი ალბათობით დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე ხმაურიანი განცხადების გაკეთებას გეგმავენ.