გახარიას გადაწყვეტილების მოლოდინში - "საქართველოსთვის" პოზიცია ცნობილია

03.12.21 11:50
გახარიას გადაწყვეტილების მოლოდინში - "საქართველოსთვის" პოზიცია ცნობილია

პოლიტიკური ბოიკოტი საკრებულეობში - პარტია "საქართველოსთვის" სამოქმედო გეგმას ასაჯაროებს. გახარიას გუნდის განცხადებით, საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატებად საკუთარ წარმომადგენლებს  მხოლოდ ორ ქალაქში - მარტვილსა და რუსთავში დაასახელებს. 

იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია გადამწყვეტი ხმები დღეს პირველ სხდომაზე საკრებულოების თავმდჯომარეების კანდიდატებად ჩვენს წარმომადგენლებს ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე გვაქვს გადამწყვეტი ხმები, თქვენ იცით, რომ ეს არის ზუგდიდის უნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, დავესწრებით სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტებაში დღეს მონაწილეობას არ მივიღებთ. სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც არ გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, თუმცა გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ დავასახელოთ საკრებულოების თავმდჯომარეობის ჩვენი კანდიდატები, ჩვენ დღესვე  ახალარჩეული საკრებულოების პირველივე სხდომაზე წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოების თავმჯდომარეების და სხვა პოზიციების დასაკავებლად. ასევე აღვნიშნავთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტებში, სადაც გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, პარტია "საქართველოსთვის" ქმნის ფრაქციებს, - განაცხადა გახარიას გუნდმა. 

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებით, საკრებულოებში ძალაუფლების დაბალანსების თაობაზე საუბარი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" არა ერთგზის შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო, რის გამოც გარკვეულ ქალაქებში საკრებულოს სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები