თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. ვაკის მაჟორიტარს 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თავი 1-მა დეპუტატმა შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
საკრებულოს შემადგელობის უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, 29 დეპუტატით. დანარჩენი 21 დეპუტატი კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან. 13 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, 4 პარტია „საქართველოსთვის“, 2 „ლელოდან“, ერთი კი ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენელია.