ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მირანდა მესხს ხელბორკილი მიუტანეს - ხმაური ზუგდიდის საკრებულოში
ხმაური ზუგდიდში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე - ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელბორკილები მიუტანეს.
"არჩევნების გაყალბებისთვის პასუხს აგებთ"- მიმართავდნენ დეპუტატები მესხს. რეგლამენტის თანახმად, სხდომა საარჩევნო სკანდალში გახვეულმა კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მირანდა მესხმა დალუქული ბიულეტენები გახსნა და შედეგები გააყალბა.
საკრებულოების პირველ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები "თავისუფლება მიშას" წარწერიანი მაისურებითა ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრის ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოებით მივიდნენ.
ამასთან, ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო სავარაუდოდ, დღეს თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს. ცნობილია, რომ "ნაციონალურ მოძრაობა" კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, მმართველ გუნდმა კი უმრავლესობა დაკარგა.