მორალური უფლება არ გვქონდა, რომ გაგვეგრძელებინა აქ ყოფნა - ენმ-ს ბოიკოტი საკრებულოში

03.12.21 13:05
მორალური უფლება არ გვქონდა, რომ გაგვეგრძელებინა აქ ყოფნა - ენმ-ს ბოიკოტი საკრებულოში

თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ენმ-ს წევრების განმარტებით, მათ მორალური უფლება არ ჰქონდათ დასწრებოდნენ სხდომას, მაშინ როცა ნუგზარ ფუტკარაძე ივანიშვილის რეჟიმმა იმსხვერპლა. 

ჩვენ როგორც იცით, დღევანდელი ბათუმის საკრებულოს სხდომა უნდა გაეხსნა ჩვენ კოლეგას, ნუგზარ ფუტკარაძეს, რომლის სიცოცხლე იმსხვერპლა აღნიშნულმა რეჟიმმა, ჩვენ არ გვქონდა დღეს მორალური უფლება, რომ გაგვეგრძელებინა აქ ყოფნა. ვინაიდან  დღეს  მხოლოდ ბიუროკრატიული საკითხები განიხილება და მოქალაქეების კეთილდღეობაზე არაა ორიენტირებული დღევანდელი სხდომა, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ დაგვეტოვებინა", - თქვა სოფო ჯაფარიძემ.

საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" სხდომაზე ბათუმში გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის, გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ. 

სხდომას ესწრებიან "ლელოს" წევრები.

მსგავსი სიახლეები