ხმაური ქუთაისის საკრებულოსთან - დაკავებულია ერთი პირი
ქუთაისში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციამ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი, ზაალ კუხიანიძე, დააკავა.
აქტივისტმა შენობაში შესვლა სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" ხმები მოიპარა და საკრებულოში უმრავლესობა ასე მოიპოვა.
ქუთაისის საკრებულოს 35 წევრიდან 18 "ქართული ოცნების", 17 კი ოპოზიციის წარმომადგენელია.