"თავისუფლება მიშას" - ოპოზიციის აქცია-პერფორმანსი გორის საკრებულოსთან
"ქართული ოცნების" ახლადარჩეულ წევრები გორის საკრებულოს შენობაში ოპოზიციამ აქცია-პერფორმანსის ფონზე შეაცილა. "თავისუფლება მიშას" - ამ წარწერებით დახვდნენ მმართველი პარტიის დეპუტატებს ოპონენტები.
ვაპროტესტებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში ყოფნას. ის არის ბიძინა ივანიშილის და პუტინის პირადი პატიმარი. ჩვენ ყველგან ვიბრძლებთ აბსოლუტურად, საკრებულოშიც, ქუჩაშიც, რომ მიხეილ სააკაშვილი, თანამედროვე სახელმწიფოს აღმშენებელი, იყოს თავისუფალი, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევაში მონაწილეობას არ იღებს.
გაყალბებული არჩევნების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც დანარჩენების მსგავსად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს უმრავლესობას, წარადგინეს ისეთი სახეები, რომლებიც უკვე მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრები არიან და რომელთაც კარგად იცნობს გორის მოსახლეობა იმ კუთხითაც მათ შორის, რომ არაფერი გაუკეთებიათ გორისთვის და სიახლე არაფერია შემოთავაზებული და ჩვენ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ვიღებთ მონაწილეობას საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილეების არჩევნებში, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სამართლიანი, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.
საკრებულოს სხდომაზე მივიდა გორის მოჭიდავე მერიც, თუმცა სხდომათა დარბაზში მისთვის ადგილი ვერ აღმოჩნდა.