ჩემი ძმა იმსხვერპლეთ - ნუგზარ ფუტკარაძის დამ და ოპოზიციამ ბათუმის საკრებულო დატოვეს

03.12.21 13:33
ჩემი ძმა იმსხვერპლეთ - ნუგზარ ფუტკარაძის დამ და ოპოზიციამ ბათუმის საკრებულო დატოვეს

ხმაურია ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში - ოპოზიციის წარმომადგენლებმა პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის, დამ ხელისუფლება მისი ძმის გარდაცვალებამდე მიყვანაში დაადანაშაულა და სხდომა პირველმა დატოვა. 

ახალი მოწვევის დეპუტატი ნაზი ფუტკარაძე ხელისუფლებას მისი ძმის  შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

ფუტკარაძის მსგავსად, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ოპოზიციის სახვა წარმომადგენლებმაც დატოვეს.

ეს არ იყო გარდაცვალება, ეს იყო მის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის მოხდენა ზუსტად იმის გამო, რომ დღევანდელი სხდომა არ წაეყვანა და ოპოზიცია არ ყოფილიყო უმრავლესობით წარმოდგენილი. ერთი მოისყიდეს, ჩემი ძმა იმსხვერპლეს და ამ რეალობით უნდათ, საკრებულო შედგეს"- თქვა ნაზი ფუტკარაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები