თეა წულუკიანმა ენმ-ს "დაქეციანებულები" უწოდა
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც კულუტურის მინისტრის ანგარიშს პარლამენტში ბოიკოტი გამოუცხადა, "დაქეციანებულები" უწოდა.
ველობილიკების მშენებელობა ველოსპორტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ აი, ამათ, მართლა დაქეციანებულებმა, რატომ არ მოვიდნენ დღეს, რა საინტერესოა, გაყიდეს ველოტრეკი უზნაძის ქუჩაზე, რომელიც ჩემს ბავშობაში ძალიან წარმატებული იყო და დღეს რეალურად, ეს სპორტიც არის, პრაქტიკულად, დაქცეული, - თქვა წულუკიანმა.
საკანონმდებლო ორგანოში კულტურის მინისტრი ამ წუთებში მისი უწყების წლიურ ანგარიშს წარადგენს. ოპოზიცია მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება.