არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება - კახა კალაძე პარლამენტის წინ აღმართულ ჯვარზე
პატრლამენტის წინ 5 ივნისს აღმართული ჯვრის ჩამოხსნას დედაქალაქის მერი არ გეგმავს. კახა კალაძის თქმით, რკინის კონსტრუქცია ადგილზე იმ დრომდე დარჩება, ვიდრე იქ საპატრიარქოსთან თანამშრომლობით ახალი პროექტი განხორციელდება.
პირველად მესმის. მერია არაფერს არ იღებს, არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება. გამართლებულად მიმაჩნია, ველოდებით პროექტს. ჩვენ გვქონდა საუბარი საპატრიარქოსოთან, რომ გარკვეული პროექტი იყოს განხორციელებული ამ მიმართულებით, 9 აპრილს დაღუპულების უკვდასაყოფად და ზოგადად, ბევრი მძიმე დღეები ახსოვს ამ სივრცეს და შესაბამისად, გაკეთდა პროექტი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ არასდროს დავივიწყოთ, - თქვა კალაძემ.
სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ პარასკევს, 3 დეკემბერს, მერია ჯვრის კონსტრუქციის მოხსნას აპირებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მერმა უარჰყო, ფერაძემ ახალი პოსტი დაწერა, სადაც განმარტა, რომ აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ საით მიექანება ქვეყანა.
რკინის ჯვარი რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს აღმართეს.