თეა წულუკიანი რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელს თვითონ დანიშნავს

03.12.21 14:32
თეა წულუკიანი რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელს თვითონ დანიშნავს

თეა წულუკიანი რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელს თვითონ დანიშნავს. როგორც კულტურის მინისტრმა "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამის დისკრეცია კანონით აქვს მინიჭებული: 

მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო", - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს იანვრიდან გასდის ვადა და შესაბამისი კონკურსები მომდევნო კვირიდან გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები