ხმაური ოზურგეთის საკრებულოში - პოლიციამ დავით მჟავანაძე დააკავა
ოზურგეთში საკრებულოს სხდომა შეტაკებებითა და დაკავებით დასრულდა. პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით მჟავანაძე, დააკავა. დარბაზიდან ძალის გამოყენებით გააძევეს ოპოზიციის სხვა წარრმომადგენლებიც.
სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოსვლას მოჰყვა, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დესტრუქციაში დაადანაშაულეს.
შსს მჟავანაძეს პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობას და წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
ოზურგეთში საკრებულოს სხდომაზე ვითარება დღეს რამდენჯერმა დაიძაბა. სხდომის ჩასატარებლად "ქართულ ოცნებას პოლიციის უპრეცედნეტო მობილიზება დასჭირდა.