ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირები უნდა აერჩიათ, ქვორუმის არქონის გამო ერთი კვირით გადაიდო.
"ქართული ოცნება" მარტო სხდომათა დარბაზში პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა და ,,ენმ"-ს წარმომადგენლებმა დატოვეს.
გახარიას გუნდის წევრის, გიგა ფარულავას, თქმით, ისინი თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას არ იღებენ.
ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დაძლია პოლიტიკური ინტერესები, თავიანთი ძალაუფლების წყურვილი და რევანშის წყურვილი და ჩვენს შეთანხმებაზე უარს ამბობენ. შესაბამისად, რადგან შემდეგი საკითხი სხდომაზე იქნება საკრებულოს თავმჯდომარის წამოყენებაზე, ამ ეტაპზე ჩვენ, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პარტია უარს ამბობს ჩვენს შეთანხმებაზე, მონაწილეობას შემდეგ პროცედურებში არ მივიღებთ"- თქვა დეპუტატმა.
რამდენიმე წუთის წინ სხდომა ჩაიშალა ბათუმის საკრებულოშიც. აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტიას სხდომაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი თბილისისა და რუსთავის საკრებულოებშიც დატოვა.