ხელისუფლებას სააკაშვილის მოკვლა სურს, თუ ის არ გჭირდებათ საქართველოში, დაგვიბრუნეთ უკრაინაში - ლიზა იასკო
უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მოკვლა სურს. ამის შესახებ მან გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
რადას დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს.
გუშინდელ სასამართლო პროცესზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხელისუფლებას მიხეილ საააკაშვილის მრავალი წლით ციხეში გამომწყვდევა და მისი მოკვლა სურს. თუ თქვენ არ გჭირდებათ ის საქართველოში, დააბრუნეთ ის უკრაინაში. ჩვენ ის გვჭირდება. უკრაინელები ყოველდღე ელოდებიან ახალ ამბებს და მეკითხებიან, რას აკეთებენ ქართველები იმისთვის, რომ გაათავისუფლონ. მაშინ, როდესაც მას უკრაინაში პრობლემები ჰქონდა, უკრაინელებმა ყველაფერი გააკეთეს მისთვის. ახლა კი ქართველების ჯერია, რომლებმაც უნდა მოახდინონ ცვლილება და ის გამოიყვანონ. თუ ის არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში, - განაცხადა იასკომ.
ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებაც საუბრობს. უკრაინის დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მასთან შეხვედრის დროს თავი რამდენჯერმე შეუძლოდ იგრძნო და წამოწვა.