ვისაუბრეთ, რა მესიჯები უნდა გავუგზავნოთ საერთაშორისო პარტნიორებს - ხატია დეკანოიძემ სააკაშვილი მოინახულა

03.12.21 15:29
ვისაუბრეთ, რა მესიჯები უნდა გავუგზავნოთ საერთაშორისო პარტნიორებს - ხატია დეკანოიძემ სააკაშვილი მოინახულა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ ,,ენმ"-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ, მოინახულა. დეკანოიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და იმ გზავნილებზე ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე უნდა გააჟღერონ.

სუსტად არის. ახლაც სამედიცინო პროცედურების ჩატარება დაიწყეს ექიმებმა. აქვს რეალურად კიდევ შინაგანი სისუსტის შეგრძნება და ეს არის ზუსტად იმ არაადამიანური მოპყრობის, წამებისა და 50 დღიანი შიმშილობის შედეგი და იმ დღეების შედეგი, რომელიც მან გამოიარა. 

ვისაუბრეთ ძალიან ბევრი საქართველოში მიმდინარე მდგომარეობაზე, მათ შორის იმაზე, თუ რა რეალური მესიჯები უნდა გავუგზავნოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, - თქვა დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები