რამდენიც არ უნდა ეცადოს თავის არიდებას, პასუხისგებას ვერ გაექცევა - კახი კალაძე სააკაშვილზე
პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევა - საბრალდებო სკამიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართვას დედაქალაქის მერი ეხმიანება. კახა კალაძის თქმით, რამდენიც არ უნდა იმართლოს თავი მესამე პრეზიდენტმა, პასუხისგებას მაინც ვერ აცდება.
მან რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, ეცადოს თავის არიდებას, იგივე კორუფციაზე, ეცადოს თავის არიდებას კრიმინალზე, ხალხის გაუბედურებაზე, ოჯახების გამწარებაზე, ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი, ბიზნესის ტერორი, რომელიც ყოველდღიურად ხდებობდა, ეს ხომ კონკრეტული ფაქტები იყო, ამას ხომ ვერავინ გაექცევა? ამით ცხოვრობდნენ ადამიანები და ეს იყო ყოველდღიური საშინელება, რომელიც ხდებობდა იმ ხელისუფლების დროს. აი, ამის მთავარი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი განცხადებები, რაც უფრო მეტს ვალაპარაკებთ ამ ადამიანს, უფრო საინტერესოა მგონია, - თქვა კალაძემ.