ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარედ ,,ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი შენგელია, აირჩიეს
18 ხმით 14-ის წინააღმდეგ - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ,,ქართული ოცნების" წევრი და გამარჯვების მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შენგელია, აირჩიეს.
ირაკლი შენგელია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე უკვე მეორედ გახდა, ის აღნიშნულ პოსტს წინა მოწვევის თვითმმართველობით ორგანოშიც იკავებდა.
ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 35 წევრიდან 32 მონაწილეობდა.