მე შეიძლება, ჩამომათრიოთ, მაგრამ ბატონი ყაველაშვილის ჩამოსათრევად მეტი კუნთები დაგჭირდებათ - წულუკიანის კორძაიას

03.12.21 16:42
მე შეიძლება, ჩამომათრიოთ, მაგრამ ბატონი ყაველაშვილის ჩამოსათრევად მეტი კუნთები დაგჭირდებათ - წულუკიანის კორძაიას

ქალბატონი თამარი პარლამენტში დასკუპებული იმიტომ დამხვდა, რომ ჩვენ აქედან ჩამოგვათრიოს - კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. წულუკიანმა ჩარკვიანს მის მიერ ნათქვამი ფრაზა  გაახსენა: 

ქალბატონი თამარი ამბობს, რომ მე იმიტომ შემოვედი პარლამენტშიო, რომ თქვენ ჩამოგათრიოთ იქიდანო. ეს არ არის სიძულვილის ენა? არა, ეს სიყვარულით ნათქვამია, არა უშავს. სიყვარულს ასხივებს ქალბატონი თაკო. პარლამენტში დასკუპებული იმიტომ დამხვდა, რომ ჩვენ აქედან ჩამოგვათრიოს. ვის ჩამოთრევას აპირებთ, ქალბატონო თაკო, შოთა ხაბარელის ჩამოთრევას აპირებთ? ცოტა მეტი კუნთები დაგჭირდებათ ამისთვის... მე შეიძლება ჩამომათრიოთ, მაგრამ ალბათ ბატონი ყაველაშვილის ჩამოთრევაც არ იქნება ნამდვილი, - განაცხადა წულუკიანმა. 

საკანონმდებლო ორგანოში ,,მინისტრის საათის" ფარგლებში კულუტურის მინისტრის ანგარიშს  უსმენენ. 

მსგავსი სიახლეები