გახარიას პარტიას უნდა ესმოდეს, რომ ეს ,,ოცნებასთან" პოლიტიკურ ვაჭრობას ნიშნავს - ანა წითლიძე
,,ნაციონალური მოძრაობის " წევრი, ანა წითლიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,ქართული ოცნება" გახარიას გუნდთან პოლიტიკურ ვაჭრობაში შევიდა და გარიგებას სთავაზობს.
წითლიძის ინფორმაციით, ,,ოცნება" გახარიას პარტიას ჰპირდება, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მათს კანდიდატს დაუჭერს მხარს, სანაცვლოდ კი მოადგილისა და კომისიიის ხელმძღვანელების ქვოტებს წამოიღებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მომავალ სხდომაზე ასარჩევად ,,ქართული ოცნება" ზუგდიდში განიხილავს შემდეგ სცენარს:
ჩვენ რომ მათთან ალიანსში არ შევალთ და თანამდებობებს არ გავიყოფთ, იციან.
ამიტომ წინადადებას სთავაზობენ გახარიას: მხარს დაუჭერენ თავმჯდომარეობაზე გახარიას კანდიდატურას და დამატებით მისცემენ მერიაში ადგილებს. (საუბარია მაგალითად 40 თანამშრომელზე მერიაში)
სამაგიეროდ მოადგილეებს და კომისიის თავმჯდომარეების წამოიღებს ოცნება. ხელშეუხებელი დარჩება მერის აიპიები.
გახარიას პარტიას უნდა ესმოდეს რომ მსგავსი კონფიგურაცია ქართულ ოცნებასთან გარიგებას და პოლიტიკურ ვაჭრობას ნიშნავს - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.