თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს - წულუკიანი სამადაშვილს

03.12.21 16:53
თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი  კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს - წულუკიანი სამადაშვილს

"თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი  კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს", - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე თქვა.  

სიტყვიერად ერთმანეთს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და ოპოზიციონერ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, დაუპირისპირდნენ.

დღეს ფეიკის სამყაროში გვაცხოვრებენ - ისინი ყვირიან, მუზეუმს ანგრევენო, ვინც ან მუზეუმს ანგრევდა, ან მუზეუმი რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა. ისინი ყვირიან, რომ თურმე ჩვენ ვიღაცას ვაწამებთ, ვინც მართლაც მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო. ეს არ არის სიძულვილის ენა - ის, ვინც პატიმარს აუპატიურებდა, არის გამაუპატიურებელი! ის, ვინც კლავდა, არის მკვლელი - ერთ-ერთი დღეს გალიიდან გველაპარაკება. ეს ალბათ სიძულვილის ენაა, მაგრამ ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ქალბატონო სალომე, რომელ პარტიას წარმოადგენდით და ზემოთ რატომ აინაცვლეთ, ესეც ძალიან საინტერესოა," - განაცხადა თეა წულუკიანმა სალომე სამადაშვილის მისამართით.

მსგავსი სიახლეები