ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

03.12.21 19:25
ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ცხინვალის რეჟიმის მიერ სოფელ ვენელის მიმდებარედ უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესი.

 ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული  საქართველოს მოქალაქის  უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს. 
საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი“, ასევე, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. 
საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას
- ნათქვამიოს სუს-ის განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე ცხინვალის მიერ ოკუპირებული სოფელ ვანელიდან 1 დეკემბერს  გაიტაცეს.

მსგავსი სიახლეები