მცემეს, თავში კეფაში ურტყამენ, რომ სახეზე არ შეგეტყოს - საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე

04.12.21 09:48
მცემეს, თავში კეფაში ურტყამენ, რომ სახეზე არ შეგეტყოს -  საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე

ოკუპირებულ სოფელ ვანელთან საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე ორ დღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს, ის ამბობს, რომ სცემდნენ. მისი თქმითვე, ოკუპანტები მხოლოდ თავში ურტყამდნენ, რომ სახეზე დარტყმის კვალი არ დამჩნეოდა. 

 გადავძვერი ღობეზე. ორი ღობე გადავლახე და მერე ცხინვალში ფეხით ჩავედი, ტყის გავლით. ჯავამდე მანქანით მივედი მერე ხუთი საათი ფეხით ვიარე და გზის პირას დამაკავეს.  მცემეს, ხელი არ გავარტყი, რომ "სროკი" არ ამეკიდა. ერთმა პოლიციელმა და ერთმა მესაზღვრემ დამარტყა. ერთი სამჯერ თავში წამომარტყეს. სპეციალურად თავში კეფაში ურტყამენ, რომ სახეზე არ შეგეტყოს." - ამბობს მალხაზ ჯანელიძე. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები