ციხეებიდან გამქრალი 3 მილიონის წამლები - კორუფციის მკვლევარები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

04.12.21 13:37
ციხეებიდან გამქრალი 3 მილიონის წამლები -  კორუფციის მკვლევარები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - ციხეებიდან გამქრალია მილიონობით ლარის სახელმწიფო ინვენტარი და პატიმრებისთვის შეძენილი მედიკამენტები. 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, ასევე გამოვლენილია 2 მილიონზე მეტი მარაგების და 4 ათასამდე ლარის ძირითადი საშუალებების დანაკლისი. 

აუდიტის სკანდალური დასკვნის მიხედვით, საქმე შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულთან გვქონდეს.

ციხეებიდან გამქრალ მილიონობით ლარის მედიკამენტებზე კორუფციის მკვლევარები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. 

მათი თქმით, აუცილებელია გამოიკითხონ ის პირები, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო ინვენტარიზაციაზე. 

პენიტენციურმა სისტემამ დღემდე არ იცის, რა რაოდენობის  წამლების მარაგი აქვს. რა დასახელების წამლები აქვს. ანუ არ აქვთ დათვლილი, აღწერილი, არ არის გაკეთებული მიღება-ჩაბარება. მედიკამენტების თანხობრივი რაოდენობა საკმაოდ დიდია - დაახლოებით 361 000 ლარზე მეტი. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი ნივთი ისე წაიღოს, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგოს. იმ თანამდებობის პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებიც ამ პერიოდში მაღალ თანამდებობას იკავებდნენ და მათი პასუხისმგებლობა იყო ამ ყველაფრრის გამართულად მუშაობა - ეს არის წულუკიანი, ეს არის კახა კახიშვილი"- განაცხადა კორუფციის მკვლევარმა, ბესიკ დონაძემ. 

ქეთევან ენუქიძე შესაძლო გარიგებას არ გამორიცხავს. 

კონკრეტულად ვისაც აქვს დოკუმენტაციაზე ხელის მოწერის უფლება, აქიდან დავიწყებდი მოკვლევას. ფაქტია, რომ მედიკამენტები ან დაიკარგა ან თავიდანვე არ არსებობდა, და მოხდა მისი გადაფასება. ან არის კორუფცია და არსებობს შავი ხვრელი სადაც ეს მედიკამენტები მიდის"- ამბობს ენუქიძე. 

"პირველები" დილიდან ცდილობს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელთან დაკავშირებას, თუმცა თამთა დემურიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების ყოფილი მინსიტრის, კახა კახიშვილის განმარტებაც აინტრესებთ, თუმცა ეს უკანასკნელი ამ დროსუთვის მიუწვდომელია. 

მსგავსი სიახლეები