"მიშას ციხეში გადაყვანა ნიშნავს მკვლელობას" - ლიზა იასკო

04.12.21 14:18
"მიშას ციხეში გადაყვანა ნიშნავს მკვლელობას" - ლიზა იასკო

უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის  რუსთავის ციხეში გადაყვანა "მკვლელობას ნიშნავს". 

იასკომ განცხადება გორის ჰოსპიტალთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება რაც ჩემამდეც მოაღწია რომ სურთ სააკაშვილის გადაყვანა უახლოეს კვირებში პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს რა თქმა უნდა წარმოუდგენლად მიმაჩნია, ეს მის მკვლელობას ნიშნავს. 

იმ ფონზე, როცა 50 დღის მანძილზე შიმშილობა, წესით ორჯერ მეტი დრო სჭირდება ასეთ ვითარებაში ადამიანის რეაბილიტაციას. იმიტომ რომ ადამიანი ძალიან სუსტადაა, მას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება"- თქვა იასკომ.  

უკრაინის რადას დეპუტატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა: 

არ ვიცი, რატომ ამბობენ ექიმები რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მე მქონდა შესაძლებლობა, სამი დღის განმავლობაში მენახა ის - დღეს უარესადაა. მას დასიებული აქვს სახე ტანი, პრობლემები აქვს კანთან დაკავშირებით, გამონაყარი... ხედვის პრობლემები, დაუვარდა ჰემოგლობინი, სუსტადაა. მე ვამჩნევ რომ ის ცუდადაა. 

რა თქმა უნდა ის საწოლიდან დგება, თუმცა გადაადგილებაზე საუბარი ზედემტია. სერიოზულად უნდა განვიხილოთ მისი მაჩვენებლები. მე პროგრესი ვერ დავინახე, მაშფოთებს ეს ყველაფერი"- აღნიშნა ლიზა იასკომ.   

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გზავნილს, იაკოს თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.  

  

მსგავსი სიახლეები