შერიგება უნდა მოხდეს ეკლესიაში! - მეუფე იაკობის ქადაგება ამბიონიდან

04.12.21 14:38
შერიგება უნდა მოხდეს ეკლესიაში! - მეუფე იაკობის ქადაგება ამბიონიდან

ბოდბელი მიტროპოლიტის გზავნილები ამბიონიდან -  მეუფე იაკობი შერიგებაზე საუბრობს. 

"ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ" - ამბობს სინოდის გავლენიანი წევრი და იქვე დასძენს, რომ ეს ქვეყნის დამშვიდებისთვის აუცილებელია. 

რამდენი წელია ვიძახი - შევრიგდეთ, შერიგება უნდა მოხდეს ეკლესიაში! ვეძახოდი ყველას, რომ ეკლესიაში მომხდარიყო, რადგან შეიძლება ისეთი რაღაცეები გვქონდეს საათქმელი ერთმანეთთან, რომ გარეთ გამოტანა არ ღირდეს. როგორც ღმერთი ინახავს ჩვენს ცოდვებს, და არ ანახებს თუ ვინ ვართ, ასევე შეილება, საჭირო არ იყოს ჩვენც ერთმანეთს წამოვაძახოთ. როცა ეკლესიაში ვიქნებით, მძიმე სათქმელს ყველას ეტყვი და არამგონია ღირსება ამით ვინმეს შეულახო. მერე გარეთ საქმე აკეთონ"- თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

 მეუფე იაკობის თქმით, მესიანიზმის დრო წავიდა.

მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარია და სხვა ვერავინ იქნება. საქართველოს ღმერთი იფარავს და ღვთისმშობელი. არავინ დაიბრალოს თავის თავზე, მე ვიქნები თუ სხვა, რომ თითქოს ჩვენს გარეშე საქართველო არ განვითარდება. ჩვენ გარეშეც ვითარდებოდა, ჩვენთან ერთადაც შეიძლება განვითარდეს და ჩვენს შემდეგაც, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ასე რომ, გონიერებას მოვუხმოთ და უაზრო რაღაცებზე დროს ფუჭად ნუ ვკარგავთ. ყველაფერს ზღვარი აქვს, მათ შორის მოთმინებასაც.

მოთმინებასაც ზღვარი აქვს და ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენს ქვეყანას და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

შენდობა მაშინ მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება, რომ დააშავა. ჩვენ ღმერთთან რატომ მივდივართ და აღსარებას რატომ ვამბობთ? – იმიტომ, რომ ვაშავებთ, ვაფუჭებთ. როცა ვაშავებ, ჩემს თავს ხომ ვუშავებ, სხვას თავი დავანებოთ,  და სიკვდილი ხომ შემოდის ჩემში იმ ცოდვის გამო? თუ არ მივედი, აღსარება არ ვთქვი, არ ვეზიარე, თუ გამოსწორებისთვის არ ვიზრუნე, აბა როგორ დაიწვება ჩემი ცოდვების მიმართ მიდრეკილებანი? ასე უნდა ვიფიქროთ თითოეულმა ჩვენგანმა"- თქვა მან.