სკანდალი: სააკაშვილს ციხეში ჭარბი რაოდენობით ფსიქოტროპული პრეპარატები დაუნიშნეს
მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჭარბი რაოდენობით ფსიქოტროპული პრეპარატები დაუნიშნეს, როცა ამის მიღების საჭიროება არ ჰქონდა - სკანდალური განცხადება "ტვ პირველის" ეთერში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ცენტრი "ემპათია" ამ საკითხზე განმარტებებს იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვს.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ფსიქოტროპული პრეპარატების არა საჭიროებისამებრ მიცემა პატიმრისათვის ფარამკოლოგიური წამების ერთ-ერთი ფორმაა.
არასათანადო მოპყრობის ახალი გარემოება გამოიკვეთა - ფსიქოტროპული პრეპარატის ჭარბი და არაადეკვატური გამოყენება. საუბარია ნეოლეფსიურ პრეპარატზე, რომელმაც ნეოლეფსიური სინდრომი გამოიწვია. ეს ყველაფერი ასახული იქნება დასკვნაში"- თქვა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული პრეპარატი რუსთავის ციხის სამედიცინო ბარათშია ნახსენები. "ემპათიას" ხელმძღვანელის თქმით, შიმშილობის დროს ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ნეოლეფსიური სინდრომის კუპირება დანიშნულების შეცვლის შემდეგ მოხერხდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.
ჯიშკარიანი პრეპარატებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ "ამდაგვარი პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენება გავრცელებული საბჭოთა კავშირში იყო , როდესაც დისიდენტებს სპეციალურ დიაგნოზს უსვამდნენ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ათავსებდნენ".