აუდიტის სკანდალური დასკვნა - კახა კახიშვილი პირველ განმარტებას აკეთებს

04.12.21 17:53
აუდიტის სკანდალური დასკვნა - კახა კახიშვილი პირველ განმარტებას აკეთებს

აუდიტის სკანდალური დასკვნის შემდეგ "პირველებთან" პირველი კომენტარი სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა გააკეთა. კახა კახიშვილი ამბობს, რომ რეალურად სასჯალაღსრულების დაწესებულებაში არსებული ინვენტარის აღრიცხვა მისი მინისტრობის დროს დაიწყო და რამდენიმე პირი პასუხისგებაშიც მიეცა.

2015 წლიდან, როცა თანამდებობაზე დავინიშნე, ვიკითხე ბოლო ინვენტარიზაცია, როდის ჩატარდა, რომ ვიცოდე რა ნაწილში მაქვს ინვენტარი. მაშინ მითხრეს, რომ რომ ინვენტარიზაცია საერთოდ არ ჩატარებულაო. შესაბამისად, ჩემი ბრძანებით ორი კომისია შეიქმნა, სადაც ყველა დეპარტამენტის წარმომადგენელი შევიყვანე და ოფიციალური ბრძანებით ინვენტარიზაციის გაკეთება დავავალე. პირველმა კომისიამ მუშაობა ჩემი მინისტრობის პერიოდში დაასრულა და საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკლისი გამოავლინა. ჩვენ მასალები საგამოძიებო დეპარტამენტს გადავეცით, რომელმაც თავის მხრივ პასუხისგებაში 4 თანამშრომელი მისცა. იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება დაადგენს ყველა იმ ადამიანს,ვინც 2008 წლიდან ვისაც შეხება ჰქონდა ამ საქმესთან"- აცხადებს კახა კახიშვილი. 

"პირველები" კავშირზე გავიდა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთანც, თუმცა თამთა დემურიშვილმა "ტვ პირველის" ჟუერნალისტს ინტერვიუზე უარი უთხრა და ურჩია, რომ წერილობით მიემართა. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ციხეებიდან გამქრალია მილიონობით ლარის სახელმწიფო ინვენტარი და პატიმრებისთვის შეძენილი მედიკამენტები. 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, ასევე გამოვლენილია 2 მილიონზე მეტი მარაგების და 4 ათასამდე ლარის ძირითადი საშუალებების დანაკლისი. 

აუდიტის სკანდალური დასკვნის მიხედვით, საქმე შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულთან გვქონდეს.

მსგავსი სიახლეები