"ჭორვილ-პუტინიჩის გადამკიდე, საქართველო ფაქტობრივად ალიევის კოლონია გახდა" - შალვა ნათელაშვილი

13.10.26 12:04
"ჭორვილ-პუტინიჩის გადამკიდე, საქართველო ფაქტობრივად ალიევის კოლონია გახდა" - შალვა ნათელაშვილი

 

 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აბანოთუბანში "ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის" მშენებლობას აპროტესტებს.

ნათელაშვილის თქმით, ჯერ აზებაიჯანმა უკანონოდ განთავსებული შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს გარეჯის ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ისტორიის გადაკეთება და სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საუბარი ალიევის კულტურის ცენტრზე.

"ალიევი გვართმევს დავით გარეჯს, ქურმუხს და მადლიერების ნიშნად ჩვენ აქ ალიევის კულტურის ცენტრი უნდა ვაშენოთ?" - ამბობს ნათელაშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქართველო ბიძინა იავნიშვილმა ფაქტობრივად "ალიევის კოლონიად" გადააქცია. 

ვიმყოფებით მეტეხის დალოცვილ ტაძართან და ჩანს თბილისის გული - აბანოთუბანი, სადაც ილხამ ალიევი აშენებს ალიევის სახელობის კულტურის ცენტრს, რისთვისაც თავისი საცხოვრისიდან ერეკება აქ დასაამიოდან გაზრდილ ქალაქელებს.

ვერცერთი უვარგისი ხელისუფალი ვერ შეცვლის ქართველ - აზერბაიჯანელთა ძმობას  მაგრამ უნდა ვაღიაროთ ერთი რამ, ივანიშვილის ავადმყოფური მადის და მილიარდების შოვნის გამო, საქართველო ფაქტიურად გახდა ალიევის კოლონია. ამ დროს ჩვენი ხალხი ატასწლეულები ებრძოდა იმპერიებს და იმპერატორებს და მათ არ ემორჩილებოდა და დღეს, ილხამ ალიევი გვიწყევტს მინისტრების დანიშვნას, მთავრობის ფორმირებას, ენერგო-ტარიფებს და ამასთან ერთად, დესერტად გვართმევს დავით გარეჯს, ქურმუხს, კულტურას, ისტორიას და მადლიერების ნიშნად ჩვენ ახლა აქ ალიევის კულტურის ცენტრი უნდა ვაშენოთ, რაც არის დაუშვებელი და გამორიცხული. 

სანამ აზერბაიჯანის ხელმძღვანელი არ დააბრუნებს და არ გაიყვანს უკანონოდ მყოფ თავის შეიარაღებულ ძალებს, ჰერეთში ქართველობას არ მიეცემა შესაძლებლობა განვითარდნენ თავიანთი ქართული თვითშეგნებით და არ ამუშავდება იქ დახურული ტაძრები და სანამ არ დაამთავრებს ალიევის ადმინისტრაცია ისტორიის გადაკეთებას, მანამდე არა მარტო ეს კულტურის ცენტრი არ უნდა აშენდეს, არამედ, როცა აშენდება, ეს ხალხი უნდა დარჩეს იქ და კულტურის ცენტრმა არ უნდა შელახოს ადამიანთა უფლებები.

თუ ძეგლების დადგმა გინდათ და პროსპეტქებზე სახელების დარქმევა საბჭოთა ლიდერების, თქვე მამაცხონებულებო,  მაშინ რაღა ალიევს გადაეკიდეთ, აგერ ორი ძეგლი უდგას მამამისს, სანაპიროც ალიევის სახელობისაა, საბჭოთა იმპერია ქართველებმა შექმნეს, დაარღვით მაშინ სტალინის და ბერიას სახელი. ბერიამ ააშენა თბილისი, რაღა ალიევს მიასკდით, რაღა ისინი გაიხადეთ კერპებად.

ჩვენი ხალხების ძმობას ვერაფერი შეარყევს, მაგრამ ამასთან ერთად, სანამ არ მოხდება საკითხების გადაწყვეტა, ჩვენ ამერიკის კონგრესში დაყენებული გვაქვს საკითხი, რომ არ განაახლოს ამერიკამ იარაღის მიწოდება აზერბაიჯანზე და გააგღძელოს ემბარგო. ეს არ მოხდება, სანამ ალიევის ჯარები არიან დავით გარეჯში და სანამ საქართველო დე-ფაქტო ივანიშვილის დამსახურებით, ითვლება ალიევის კოლონიად. აი, რას მოვესწარით ჭორვილ-პუტინიჩის გადამკიდე", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.