დაკავებულია "ოცნების" ცნობილი ზონდერი - ფარნა მახოხაშვილს ცოლის ცემას ედავებიან
"ტვ პირველის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ცნობილი ზონდერი ფარნა მახოხაშვილი დააკავეს.
გორის მერიის მაღალჩინოსანს გომელაურის უწყება ძალადობას ედავება.
მახოხაშვილი მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის აიპ-სა და კულტურის სააგენტოში მუშაობდა. ხელისუფლება კი მას სხვადასხვა აქციებისთვის იყენებდა. მახოხაშვილი ბოლოს ცნობილი ცოცხების აქციაზეც იმყოფებოდა, რომელიც მმართველმა გუნდმა ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გამართა. ადგილობრივ ჩინოვნიკს ცოლის ცემას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკ-ის 126-ე მუხლით იძიებს.