რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის ბრალმდებელი ჯარჯი წიკლაური

04.12.21 22:56
რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის ბრალმდებელი ჯარჯი წიკლაური

ნოდარ მელაძის შაბათის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - საქართველოს მესამე პრეზიდენტიოს საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა, გახმაურებული პროცესიდან რამდენიმნე დღეში სახელმწიფოსგან გუდაურში მიწა გადაიფორმა.

ოფიციალური დოკუმენტებით, 59 კვადრატული მეტრი მიწა, საკურორტო ზონაში  ჯარჯი წიკლაურმა 13 500 ლარად იყიდა. მან აუქციონი, სააკაშვილის პროცესის წინა დღეს 17 ნოემბერს მოიგო. 

"შავათის ეთერმა" ჯარჯი წიკლაურის ცოლის კუთვნილ სასტუმროს მიაგნო ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კურორტზე, გუდაურში. 

საკითხის მოკვლევისას "შაბათის ეთერმა" საინტერესო დეტალები გაარკვია - აღმოჩნდა, რომ ჯარჯი წიკლაურის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი, გასაქირავებელი აპარტამენტების ზონაში GUDAURI WINTER HOUSE -ს ესაზღვრება. ამ სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი პროკურორის ცოლი, თამარ მამისაშვილია. სასტუმროს მის გარდა კიდევ სამი თანამფლობელი ჰყავს.

"შაბათის ეთერმა" ჯარჯი წიკლაური ჩაწერა, თუმცა საბოლოოდ, ჟურნალისტის კითხვებს გაექცა. 

"სასტუმრო არ არის, ბინაა, სამი ოთახია"- ირწმუნება ჯარჯი წიკლაური, თუმცა მალევე აღიარა რომ "სასტუმრო სახლში" მისი მეუღლე რამდენიმე ფართის მფლობელია.

ამასთან, წიკლაური ამტკიცებს, რომ ბინა მშენებარე კორპუსში იყიდა, თუმცა მისი მეუღლე "ტვ პირველთან" ადასტურებს, რომ GUDAURI WINTER HOUSE მათი აშენებულია და თანაც უმაღლესი ხარისხის მასალებით. 

ამასთან სააკაშვილის საქმის პროკურორის მტკიცებით, ზამთრის კურორტზე კაპიტალი ბოლნისში მშობლების სახლის გაყიდვით შეიძინა, ამავე ფულით გაარემონტა სხვადასხვა აპარტამენტები, მოაწყო ავეჯით და ტექნიკით. 

ნახეთ ეკო მაღრაძის ხმაურიანი რეპორტაჟი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები