ბიძინა ივანიშვილის სურვილების ასრულების გამო ბოტანიკურ ბაღში კლდეები იშლება

04.12.21 23:14
ბიძინა ივანიშვილის სურვილების ასრულების გამო ბოტანიკურ ბაღში კლდეები იშლება

კლდე ინგრევა, ბიძინ ივანიშვილის "პანორამა თბილისი", შესაძლოა თბილისელებს იმაზე უფრო ძვირად დაუჯდეთ, ვიდრე ქალაქის შუაგულში ჩადგმული შუშის დიდი კოლბა და ბარათაშვილის ქუჩიდან ჩახერგილი მთაწმინდის ფერდია.

ბოტანიკური ბაღის პერიმეტრზე, რომელსაც თავზე პანო თბილისის ობიექტები დააშენეს. კლდის ჩამოქცევის საფრთხის გამო განგაში სიგნალი ჩართეს.  

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა  ბიძინა ივანიშვილის კომპანია ატუს დასკვნა, რომელმაც გეოლოგების და ინჟინრების მთელი ჯგუფი დაიქირავა, რომ  გამოსავალი მოძებნოს. 

კლდის ნაწილი რომელიც იშლება და სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს, სამშენებლო კომპანიას ატუს დოკუმენტის მიხედვით, ბერა ივანიშვილის კუთვნილი, ტელეკომპანია ჯი დი ეს - თან ძირში მდებარეობს. ივანიშვილის იდეით ველობილიკების გაჭრა საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. 

დოკუმენტში პირდაპირ წერია რომ მიდის ქვების ცვენა და ზოგიერთ მონაკვეთზე ფერდი ჩამოქცევის შემთხვევებიც იყო.

ნახეთ მაკა ჩიხლაძის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება

 

 

 

მსგავსი სიახლეები