ლატვიის პრემიერი: სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს, ეს ქვეყანა ჩვენი პარტნიორი იყო მას შემდეგ, რაც ჩვენც თავისუფლება მოვიპოვეთ

15.10.26 13:17
ლატვიის პრემიერი: სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს, ეს ქვეყანა ჩვენი პარტნიორი იყო მას შემდეგ, რაც ჩვენც თავისუფლება მოვიპოვეთ

სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს. ეს ქვეყანა ჩვენი პარტნიორი იყო მას შემდეგ, რაც ჩვენც თავისუფლება მოვიპოვეთ, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერმა, ანდრის კულბერგსმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხის განხილვა — როგორც მხარდაჭერის, ისე იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთი სხვადასხვა ტერიტორიაზე.

სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს. ეს ქვეყანა ჩვენი პარტნიორი იყო მას შემდეგ, რაც ჩვენც თავისუფლება მოვიპოვეთ. აუცილებელია ამ საკითხის განხილვა — როგორც მხარდაჭერის, ისე იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთი სხვადასხვა ტერიტორიაზე, - განაცხადა ანდრის კულბერგსმა.

საქართველო ევროკავშირის მიღმა - ამ წუთებში ბრიუსელში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან. 15-16 ნოემბერს, ბრუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი იმართება.

ოფიციალურ ვებ გვერდზე ნათქვამია რომ, სიტყვით გამოვლენ ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიუ კოშტა, მარტა კოსი, კაია კალასი და წევრი ქვეყნების წარმომადგენელები. სპიკერებს შორის არიან კანდიდატი ქვეყნების ლიდერებიც მოლდოვადან, უკრაინიდან, მონტენეგროსა და ალბანეთიდან.