“ოცნებამ“ გარდაცვლილ პატრიარქს ფული მოპარა - სოფო ხორგუანი
“ოცნება“, რომელიც გულზე მჟიღის ცემით ამტკიცებს, რომ ყველაზე მეტად ქრისტიანული და მისი დამცველია, ის პარტია აღმოჩნდა, რომელმაც გარდაცვლილ პატრიარქს ფული მოპარა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფიო ხორგუანმა განაცხადა.
მისი თქმით, დავით ოქიტაშვილის განცხადება იმის ნიშანია, რომ “ოცნება“ მამუკა მდინარაძის დაკავებას გეგმავს.
პატრიარქს მოპარა ფული, გარდაცვლილ პატრიარქს, ეს არის ის ძალა. მეორე, როგორც ჩანს გადაწყვეტილი აქვს მამუკა მდინარაძეს დაკავება და დააპტიმრება, რადგან ეს არ იყო მხოლოდ ოქიტაშვილი, სხვა, “ოცნების“ ე.წ. ექსპერტები, ასევე უტევენ მამუკა მდინარაძეს, ეს ნიშნავს იმას, რომ მდინარაძის დაკავება გადაწყვეტილია, - ამბობს ხორგუანი.
დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრი, თიკა რუხაძე და სუს-ის ექს-შეფი, მამუკა მდინარაძე ფბ-ზე გავრცელებული პოსტით ამხილა.მისი თქმით, თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან.
„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!" - მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს.
დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.