ფსიქოფარმაკოლოგიური წამება მესამე პრეზიდენტის მიმართ - ადვოკატები სამედიცინო დასკვნას ელოდებიან
ვისი დავალებით და რა მიზნით აძლევნდნენ მიხეილ სააკაშვილს დიდი დოზით ფსიქოტროპულ წამლებს - მესამე პრეზიდენტი ადვოკატები ცენტრ "ემპათიას" და ალტერნატიული კონსილიუმის სამედიცინო დაკსვნას ელოდებიან. . უფლებადამცველები საქმის სხვა მასალებთან ერთად აღნიშნული დასკვნის სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნას გეგმავენ.
მარიამ ჯიშკარიანის განცხადება, არის უაღრესად საყურადღებო დაცვის მხარისთის და უნდა იყოს საყურადღებო სახელმწიფოსთვისაც იმდენად, რამდენადაც ის წარმოშობს ეჭვებს, რომ შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული. ბუნებრივია, თუ გვექნება საფუძველი, მოვითხოვთ გამოძების დაწყებას და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და ასევე საერთაშორისო დონეზე, ცხადია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის იმ საქმეზე, რომელსაც ის განიხილავს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.