ირაკლი კობახიძე სომხეთშია

15.10.26 20:10
ირაკლი კობახიძე სომხეთშია

ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.  მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძეს ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის  ცნობით, ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ერევანი მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი, გუშინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არ გამოჩენილა. მედია ჰქონდა ანონსი, რომ პრემიერი სვეტიცხოვლის დღესასწაულზე 12:00 საათისთვის გამოჩნდებოდა, თუმცა დღე ისე დასრულდა, რომ ის მცხეთაში კამერებს არ დაუფიქსირებია. 

ამ ფონზე კი ცნობილი ხდება, რომ შაბათს, 17 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატები საგანგებო შეკრებაზე ცენტრალურ ოფისში დაიბარა. 

მსგავსი სიახლეები