არსებობს სტრასბურგიც - დათუნაშვილი ხსნის, სად შეიძლება წავიდეს ოპოზიციის აკრძალვის საქმე
"ბიძინა ივანიშვილი ტყუილად არ ჩამოდის უმრავლესობის სხდომებზე, ის ამზადებს საკუთარ გუნდს სახელმწიფოსა და ქართული ისტორიის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის"- ამის შეხებ "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, პარტიების გაუქმებით "ქართული ოცნება" საქართველოს მილიონობით მოქალაქეს "არსებობის უფლებას" უუქმებს.
"ჩვენი ვალია, ამ ადამიანების არჩევანი და შესაბამისად, ამ სახელმწიფოს მომავალი დავიცხვათ. დღეს ეს ბრძოლის ხაზი ცალსახად ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გადის" - თქვა დათუნაშვილმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" სტუმრობისას.
ოპოზუციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, პარტიების აკრძალვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დაფუძნებული.
"მიუხედავად იმისა, რომ ჰორიზონტი აბსოლუტურად ბნელია და ივანიშვილი ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებისკენ მიდის, არსებობს სხვა ინსტანციებიც - საქართველო დღემდე არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურიდიქცია, შესაბამისად პროცესი იქ უნდა გაგრძელდეს. ამ პროცესმა ამ საზოგადოებას ბოლომდე უნდა დაანახოს, რომ ქართული საზოგადოება პარტიების გავლით, ამ კონკრეტულ ბრძოლაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაარჩინოს ამ სახელმწიფოში კონსტიტუციური წყობილება"- განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობილია, რომ „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე წარმოდგენილი იქნება.
"ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. პროცესები მიყოლებით 21, 22 და 23 ოქტომბერს დაინიშნა.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.