„სავსებით ლეგიტიმურია, რომ ხაბეიშვილს პოლიტიკური სიტყვის შესაძლებლობა მიეცეს“ - დეკანოიძე

16.10.26 12:21
„სავსებით ლეგიტიმურია, რომ ხაბეიშვილს პოლიტიკური სიტყვის შესაძლებლობა მიეცეს“ - დეკანოიძე

ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნას, საკონსტიტუციო სასამართლოში პირადად წარდგეს და პარტიების აკრძალვის საქმეზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, ხატია დეკანოიძე ეხმაურება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, სრულიად ლეგიტიმურია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს სასამართლოში პარტიის პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა მიეცეს. თუმცა დეკანოიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ამ მოთხოვნას დათანხმდება. 

სავსებით ლეგიტიმურია, რატომაც არა? ლევანი არის პოლიტსბჭოს თავმჯდომარე და სრულიად უსამართლოდ დაკავებული ადამიანი, პოლიტიკოსი და სავსებით ლოგიკურია ის, რომ მაგალითად, მან წარმოადგინოს ამ შემთხვევაში ის პოზიციები, რომელსაც აქვს პარტია. მე არ მგონია, რომ "ქართული ოცნება" ამას დათანმხდება, იმიტომ, რომ მას არ სჭირდება სიმართლე, მაგრამ ეს არის სავსებით ლოგიკური, რომ პარტია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მხრიდან იყოს წარმოდგენილი და მას მიეცეს შესაძლებლობა პოლიტიკური სიტყვის, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „კატეგორიულად ითხოვს“ ბათუმში ბადრაგირებას. 

როგორც დაკავებული პოლიტიკოსი ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, მისი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი პოზიცია დააფიქსიროს.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელით რეალურად ასამართლებენ სამშობლოს - საქართველოს.

 

მსგავსი სიახლეები